პრეზენტაცია ქართველ ფიზიკოსებზე
Thursday, June 16, 2011
ჩემი პროექტის მთავარი ამოცანაა მარსზე ატმოსფეროს შექმნა და მისი ნიადაგის განოყიერება. ამიტომ მარსზე გაშენდება სათბურები, რომლებშიც დავრგავთ დედამიწიდან ჩატანილ მცენარეებს. მცენარეები არჩეული იქნება იმის მიხედვით თუ რომელი მათგანი უფრო მეტ ჟანგბადს გამოყოფს და შთანთქავს ნახშირორჯანგს. ერთერთი ასეთი მცენარეა ალვის ხე.
სამუშაოების სრულად ჩატარების შემდეგ, რასაც დაახლოებით 500 წელი დასჭირდება მარსს ექნება შემდეგნაირი სახე. ატმოსფერო გამდიდრებული იქნება ჟანგბადით, მიწა განოყიერებული და ადამიანის საცხოვრებლად ვარგისი. მარსზე ასევე გამკვრივებული იქნება ატმოსფერო რაც დაიცავს მას კომეტებისაგან. ჩვენ გამოვიყენებთ დედამიწის გამოცდილებას და მარსზე ავაშენებთ ქარხნებს რათა მარსის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით გავზარდოთ.
მარსი 500 წლის შემდეგ
ალვის ხის გარდა სათბურებში იქნება ასევე სხვადასხვა მცენარეები, რომლებიც გაამდიდრებენ მარსს ჟანგბადით.
მარსი 500 წლის შემდეგ
ეს არის ჩემ მიერ შექმნილი მარსის საკვლევი აპარატი "დიდგორი 2", რომელიც განკუთვნილია მარსის ზედაპირზე სამოძრაოდ. იგი აღჭურვილია ვიდეო კამერით, რომელსაც მიკროსკოპის ფუნქციაცა აქვს შეთავსებული და ბურღით, რომელიც მარსზე სინჯების ასაღებად გამოიყენება. მას აქვს ასევე ბრონირებული შუშები, რომელიც დაიცავს მას ქარიშხლებისაგან. მისი ზედაპირი დაფარულია სპეციალური საღებავით, რომელიც დაიცავს მას მზის რადიაციისაგან.
ეს არის ჩემ მიერ შექმნილი მარსის საკვლევი აპარატი "დიდგორი 2", რომელიც განკუთვნილია მარსის ზედაპირზე სამოძრაოდ. იგი აღჭურვილია ვიდეო კამერით, რომელსაც მიკროსკოპის ფუნქციაცა აქვს შეთავსებული და ბურღით, რომელიც მარსზე სინჯების ასაღებად გამოიყენება. მას აქვს ასევე ბრონირებული შუშები, რომელიც დაიცავს მას ქარიშხლებისაგან. მისი ზედაპირი დაფარულია სპეციალური საღებავით, რომელიც დაიცავს მას მზის რადიაციისაგან.
ესაა ჩემს მიერ შექმნილი საფრენი აპარატი "მარსოლიოტი", რომელიც გამოიყენება პლანეტა მარსზე საფრენად და მისი ზედაპირის დასათვალიერებლად. მასზე დამონტაჟებულია მიკროსკოპი და მძლავრი შუქურა რომელიც, გამოიყენება სიბნელის დროს. იგი სწრაფი, მოხერხებული და ადვილად სამართავი საფრენი აპარატია. მისი შუშები ბრონირებულია რაც დაიცავს მას მარსის ქარიშხლებისაგან.
Wednesday, June 15, 2011

ესაა ამერიკული წარმოების კოსმოსური ხომალდი რომელიც მუშაობს მზის ბატარიებზე. ჩვენ მას დავამატებთ ატომურ რეაქტორზე მომუშავე ძრავს, რომელიც მას უფრო სწრაფსა და მძლავრ ტვირთგადამზიდ საშუალებას გახდის.
ამ კოსმოსური ხომალდით მარსზე გადავზიდავ იმ საჭირო მასალებს, რომლებიც სათბურის ასაგებად და მცენარეების მოსაყვანად გვჭირდება. ამ კოსმოსური ხომალდით ასევე იმგზავრებს ეკიპაჟი და გადავიტანთ მარსზე იმ ტექნიკას, რომელიც პლანეტის კვლევისთვისაა საჭირო.
| ფიზიკური მახასიათებლები | |||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
| ეკვატორიალურიდიამეტრი | 6792 კმ | ||||||
| პოლუსური დიამეტრი | 6752 კმ | ||||||
| მოცულობა | 1.638×1011 კმ³ | ||||||
| მასა | 6.4185×1023 კგ | ||||||
| სიმკვრივე | 3.934 გრ./სმ³ | ||||||
| ზედაპირის ფართობი | 144 800 000 კმ² | ||||||
| გრავიტაცია ეკვატორის ზონაში | 3.69 მ/წმ², ანუ 0.376g | ||||||
| მეორე კოსმოსური სიჩქარე | 5 072 მ/წმ | ||||||
| ბრუნვის სიდერული პერიოდი | 24 სთ. 39 წთ 35.244 წმ | ||||||
| ეკვატორული დახრა ორბიტისადმი | 25.19° | ||||||
| ზედაპირის ტემპერატურა |
| ||||||
| წნევა | 0.7—0.9 კპა | ||||||
| ორბიტალური მახასიათებლები | |||||||
| საშუალო მანძილი მზიდან | 227 939 100 კმ 1.523679 ა.ე. | ||||||
| აფელიუმი | 249 209 300 კმ 1.665861 ა.ე. | ||||||
| პერიფელიუმი | 206 669 000 კმ 1.381497 ა.ე. | ||||||
| მზის გარშემო ბრუნვის პერიოდი | 1 წელი 10 თვე 17 დღე | ||||||
| საშუალო ორბიტალური სიჩქარე | 24 077 მ/წმ | ||||||
| ორბიტისექსცენტრისიტეტი | 0.093315 | ||||||
| ორბიტის დახრაეკლიპტიკის სიბრტყის მიმართ | 1.85061° | ||||||
| თანამგზავრი და | 2 (ფობოსი,დეიმოსი) | ||||||
| წარმოადგენს მზისთანამგზავრს | |||||||
| ატმოსფეროს ძირითადი შემადგენლობა | |||||||
| ნახშირბადი | 95.72 % | ||||||
| აზოტი | 2.7 % | ||||||
| არგონი | 1.6 % | ||||||
| ჟანგბადი | 0.2 % | ||||||
მითი მარსზე
მარსი (ლათ. Mars) რომაულ მითოლოგიაში ომის ღმერთი, ძე იუნოსა და იუპიტერის (ან მაგიური ყვავილის). ვინაიდან სიტყვას მარსი ინდო-ევროპული ძირი არა აქვს, სავარაუდოა, რომ ეს იყოს ეტრუსკული მიწათმოქმედების ღმერთი მარისის ლათინიზირებული ფორმა.
მარსი ერთერთი უძველესი რომაული ღმერთია და შედიოდა რომაული პანთეონის მთავარ ღვთაებათა ტრიადაში (მარსი, იუპიტერი, კვირინი). თავდაპირველად იგი ნაყოფიერების, მცენარეების, ველური ბუნების, ყველაფრის რაც დასახლების გარეთ იყო, საშიში და უცნობი, იმის ღვთაებად ითვლებოდა, მხოლოდ მოგვიანებით შეიძინა მეომრის თვისებები. მარსს ეძღვნებოდა მარტის თვე, ძველი რომაული კალენდარით წელიწადის პირველი თვე. მარსი უძღვებოდა მეომრებს ომში, იღებდა ბრძოლის წინ მსხვერპლად სეწირულ ძღვენებს და ბრძოლის ველზე გამოჩნდებოდა ომის ქალღმერთ ბელონასთან ერთად.
მარსის სიმბოლო იყო შუბი და ფარი, რომელიც ლეგენდის თანახმად ციდან ჩამოვარდა, რომაელთა დაუმარცხებლობის აღსანიშნავად. შემდეგ, ნუმა პომპილიუსის ბრძანბით, დამზადდა მისი 11 ასლი, რათა ფარი დაეცვათ მძარცველთაგან და ეს რელიკვიები მეფის სასახლეში ინახებოდა. მხედართმთავარი ომში წასვლამდე მოუხმობდა მარსს, შუბის და ფარის ამოძრავებით. ხოლო თუ შუბი და ფარები თავისით ამოძრავდებოდნენ, ეს დიდი უბედურების მომასწავებლად ითვლებოდა. სიწმინდეების მფარველები სალიელი ქურუმები იყვნენ, რომლებსაც ისინი მარსის დღესასწაულებზე გამოჰქონდათ გარეთ და მათ წინაშე რიტუალურ ცეკვებს ასრულებდნენ.
ომის დამთავრების შემდეგ კი მას მხსვერპლად სწირავდნენ კვადრიგაში გამარჯვებულ ცხენს, სამხვერპლო ცხენის სისხლი კი რეგიუმში და ვესტას ტაძარში ინახებოდა, მას განმწმენდი ძალა ჰქონდა. მარსი განსაკუთრებული პოპულარობით რესპუბლიკის პერიოდში სარგებლობდა. მას ხშირად გამოსახავდნენ მონეტებზე, უწოდებდნენ ისეთ ეპითეტებს, როგორიცაა, ”გამარჯვებული”, ”მეომარი”, ”იმპერიის გამფართოვებელი”, ”მშვიდობის მყოფელი”. ლაშქრობამდე და ლაშქრობის შემდეგ მარსს უძღვნიდნენ ცხენების, იარაღის და მუსიკალური ინსტრუმენტების განწმენდის რტუალს.
რომის დასავლეთ პროვინციებში მარსს უკავსირებდნენ მთავარ თემურ ღვთაებებს. სწორედ ამიტომ მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადრეულ პერიოდში მარსი იყო რომაელთა მთავარი ღვთაება. ბერძნული არესისგან განსხვავებით, რომში მარსს ბევრად დიდ პატივს სცემდნენ იმიტომაც, რომ ქალაქის ლეგენდარული დამაარსებლები რომულუსი და რემუსი მარსის ვაჟები იყვნენ.
მარსს ეძღვნებოდა ცხენი, მგელი, კოდალა, ხარი. თქმულებისამებრ, ეს ცხოველები უძღვებოდნენ გაზაფხულზე დაბადებულ ვაჟებს ახალი დასახლებების შესაქმნელად. ზოგი თქმულებით მარსს სამი სიცოცხლე ჰქონდა. მიწათმფლობელები მარსს უძღვნიდნენ განწმენდის რიტუალს - ლუსტრაციას და მას ავედრიდნენ ყანების უხვმოსავლიანობას, ოჯახების, მონების და საქონლის ჯანმრთელობას. ამის გარდა მარსის ველზე შეკრებული შეიარაღებული მოქალაქეებიც მას ევედრებოდნენ. ავრალის ძმებიც მარსს და ლარებს მიმართავდნენ რომში განწმენდის რიტუალის ჩატარებისას. მარსს ტყეებში მსხვერპლად სწირავდნენ ხარს.
როგორც რომულუსის მამა, მარსი რომაელთა წინაპარი და რომის მფარველი ღვთაება იყო. ამასთან ერთად მარსის, როგორც ომის ღვთაების, ტაძარი, მარსის ველზე, ქალაქის გარეთ იყო აშენებული, რადგან შეიარაღებული ჯარი ქალაქში არ უნდა შემოსულიყო.
მარსის თავდაპირველი ფუნქციების აღდგენა რთულია, რადგან თავდაპირველად იგი რომის მფარველი ღვთაება იყო, რომელიც ანიჭებდა სიუხვეს, ეხმარებოდა ხალხს იმშიც და მშვიდობაშიც, ხოლო მოგვიანებით იგი მხოლოდ ომის ღვთაება გახდა. მას აიგივებდნენ ბერძნულ არესთან, თუმცა ეს გაიგივება უფრო ლიტერატურაში აისახა, ვიდრე რელიგიაში. მარსის მეუღლედ ქალღმერთი ნერიო ითვლებოდა, რომელსაც შემდეგ ვენერასთან აიგივებდნენ.
ძვ. წ. 366 წელს მარსს მიუძღვნეს ტაძარი კაპენის კარიბჭესთან, საიდანაც ლაშქარი ომში მიდიოდა და მხედრები ყოველწლიურ დემონსტრაციას აწყობდნენ. ფორუმის ცენტრში კი ავგუსტუსმა ააშენა მარსი შურისმძიებლის ტაძარი,იულიუს კეისარის მკვლელების დამარცხების აღსანიშნავად.
დედამიწა
დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2009 წლის 12 დეკემბრის მონაცემებით დედამიწაზე 6 803 000 000 ადამიანი ცხოვრობს.
მარსი
მარსი მეოთხე პლანეტაა სიშორით მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მას მეტსახელად ”წითელი პლანეტა” ჰქვია დედამიწიდან, ღამის ცაზე, მისი შეფერილობის გამო. მას ორი თანამგზავრი ჰყავს - ფობოსი და დეიმოსი - მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის სხეულები, შესაძლოა მარსის გრავიტაციაში მოქცეული ასტეროიდები იყოს.
პრეფიქსი არეო- მიუთითებს მარსზე ისევე როგორც გეო- მიუთითებს დედამიწაზე, მაგალითად, არეოლოგია/გეოლოგია. არეოლოგია ასევე მიუთითებს მარსის ერთიანად და არა მხოლოდ პლანეტის გეოლოგიური პროცესების შესწავლაზე.
მარსის ასტრონომიული სიმბოლოა ♂, რომელიც სტილიზებული რეპრეზენტაციაა ღმერთი მარსის შუბისა და ფარის და ბიოლოგიაში მას იყენებენ როგორც მამრობითი სქესის ნიშანს.
ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ როგორც ცეცხლოვან ვარსკვლავს (火星), ძველი ჩინური ხუთი ელემენტის მითოლოგიურ ციკლზე დაყრდნობით.
პლანეტაზე თვეების განმავლობაში ქარიშხლები მძვინვარებს. პლანეტის ფერი მოწითალო, სისხლისფერია. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთან და სისხლის ღვრასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, ბერძნები და რომაელები ამ პლანეტას ომის ღმერთთან აიგივებდნენ. მარსზე დაშვების პირველი წარმატებული მისია, 1965 წელს მარინერ 4 -მა განახორციელა, რომელიც 1964 წელს გაუშვეს დედამიწიდან.
პლანეტაზე არის წარმონაქმნები, რომლებიც მდინარის ამომშრალ კალაპოტს გვაგონებენ. ამ კალაპოტებში წყალი არ არის. პლანეტის ზედაპირზე უამრავი ჩამქრალი ვულკანის კერა და მეტეორიტული კრატერებიც შეინიშნება. მთა ოლიპმი, რიმელიც მარსზე მდებარეობს, ყველაზე მაღალი მთაა მზის სისტემაში - მისი სიმაღლეა 28 ათასი მეტრი, ანუ 28 კილომეტრი.
დღე ღამის ხანგრძლივობა ”წითელ პლანეტაზე” თითქმის ისეთივეა, როგორც დედამიწაზე - 24 საათი და 39 წუთი. ყოველ 2 წელწადსა 50 დღეში ხდება ისე, რომ მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 78 მილიონ კილომეტრია. თუმცა 15 ან 17 წელწადში ხდება ისეც, რომ ეს მანძილი 56 მილიონ კმ -ზე ჩამოდის.
2003 წლის 27 აგვისტოს, ამერიკის დროით 9:51:13 ზე, მარსი ბოლო 60 000 წლის მანძილზე დედამიწას ყველაზე მეტად მიუახლოვდა: 55 758 006 კმ (0.372719 ა.ე.).
იქაურ ზამთარში ტემპერატურა -130 °C -მდე ეცემა პოლუსებზე, ზაფხულში 0 °C-დან 30 °C-მდე მერყეობს ეკვატორზე.
2040 წლისთვის ამერიკელებს დაგეგმილი აქვთ ექსპედიცია, რომლის დროსაც პირველი ადამიანი დაეშვება მარსზე.
Subscribe to:
Comments (Atom)









