პრეზენტაცია ქართველ ფიზიკოსებზე

Tuesday, April 19, 2011

ქართველი ფიზიკოსები

ფიზიკა თავისი არსით ექსპერიმენტული მეცნიერებაა. მისი კანონები ემყარება ცდის საფუძველზე დადგენილ ფაქტებს. ეს კანონები რაოდენობრივი თანაფარდობებია და ჩამოყალიბებულია მათემატიკურ ენაზე. განასხვავებენ ექსპერიმენტულ ფიზიკასა და თეორიულ ფიზიკას. ნებისმიერი მოვლენის შესწავლისას ცდა და თეორია თანაბრად აუცილებელია და ურთიერთკავშირშია.

ფიზიკური მატერიის საკვლევი ობიექტებისა და მოძრაობის ფორმების ნაირსახეობათა შესაბამისად ფიზიკა დაყოფილია სხვადასხვა დისციპლინად (დარგებად), რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ერთმანეთთან. ფიზიკის დაყოფა ცალკეულ დისციპლინებად პირობითია და შეიძლება მოხდეს სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

შესასწავლი ობიექტების მიხედვით ფიზიკის დარგებია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, ბირთვული ფიზიკა, ატომებისა და მოლეკულების ფიზიკა, აირებისა და სითხეების ფიზიკა, მყარი სხეულების ფიზიკა, პლაზმის ფიზიკა.

შესასწავლი პროცესების ან მატერიის მოძრაობის ფორმების მიხედვით განარჩევენ მექანიკურ მოძრაობას, სითბურ პროცესებს, ელექტრომაგნიტურ მოვლენებს, გრავიტაციულ ურთიერთქმედებებს.

ამის შესაბამისად ფიზიკაში გამოყოფენ მატერიალური წერტილებისა და მყარი სხეულების მექანიკას, უწყვეტი გარემოს მექანიკას, თერმოდინამიკასა და სტატისტიკურ ფიზიკას, ელექტროდინამიკას, გრავიტაციის თეორიას, და ველის კვანტურ თეორიას.

კვლევის მიზნების მიხედვით ხანდახან ცალკე გამოყოფენ გამოყენებით ფიზიკას. ცალკეა აგრეთვე გამოყოფილი მოძღვრება რხევებსა და ტალღებზე, რომელიც მექანიკურ, აკუსტიკურ, ელექტრულ და ოპტიკურ რხევებს განიხილავს ერთიანი თვალთახედვით.

თანამედროვე ფიზიკა შეიცავს ფიზიკის ყველა დარგის მომცველ რამდენიმე ფუნდამენტურ ფიზიკურ თეორიას, რომელთა საფუძველია კვანტური მექანიკა და ფარდობითობის თეორია.

No comments:

Post a Comment