ფიზიკა თავისი არსით ექსპერიმენტული მეცნიერებაა. მისი კანონები ემყარება ცდის საფუძველზე დადგენილ ფაქტებს. ეს კანონები რაოდენობრივი თანაფარდობებია და ჩამოყალიბებულია მათემატიკურ ენაზე. განასხვავებენ ექსპერიმენტულ ფიზიკასა და თეორიულ ფიზიკას. ნებისმიერი მოვლენის შესწავლისას ცდა და თეორია თანაბრად აუცილებელია და ურთიერთკავშირშია.
ფიზიკური მატერიის საკვლევი ობიექტებისა და მოძრაობის ფორმების ნაირსახეობათა შესაბამისად ფიზიკა დაყოფილია სხვადასხვა დისციპლინად (დარგებად), რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ერთმანეთთან. ფიზიკის დაყოფა ცალკეულ დისციპლინებად პირობითია და შეიძლება მოხდეს სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
შესასწავლი ობიექტების მიხედვით ფიზიკის დარგებია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, ბირთვული ფიზიკა, ატომებისა და მოლეკულების ფიზიკა, აირებისა და სითხეების ფიზიკა, მყარი სხეულების ფიზიკა, პლაზმის ფიზიკა.
შესასწავლი პროცესების ან მატერიის მოძრაობის ფორმების მიხედვით განარჩევენ მექანიკურ მოძრაობას, სითბურ პროცესებს, ელექტრომაგნიტურ მოვლენებს, გრავიტაციულ ურთიერთქმედებებს.
ამის შესაბამისად ფიზიკაში გამოყოფენ მატერიალური წერტილებისა და მყარი სხეულების მექანიკას, უწყვეტი გარემოს მექანიკას, თერმოდინამიკასა და სტატისტიკურ ფიზიკას, ელექტროდინამიკას, გრავიტაციის თეორიას, და ველის კვანტურ თეორიას.
კვლევის მიზნების მიხედვით ხანდახან ცალკე გამოყოფენ გამოყენებით ფიზიკას. ცალკეა აგრეთვე გამოყოფილი მოძღვრება რხევებსა და ტალღებზე, რომელიც მექანიკურ, აკუსტიკურ, ელექტრულ და ოპტიკურ რხევებს განიხილავს ერთიანი თვალთახედვით.
თანამედროვე ფიზიკა შეიცავს ფიზიკის ყველა დარგის მომცველ რამდენიმე ფუნდამენტურ ფიზიკურ თეორიას, რომელთა საფუძველია კვანტური მექანიკა და ფარდობითობის თეორია.
პრეზენტაცია ქართველ ფიზიკოსებზე
Tuesday, April 19, 2011
Tuesday, April 12, 2011
პლანეტა მარსი
ბუნების კანონებში ადამიანის ჩარევამ და დედამიწაზე მომხდარმა არაერთმა კატასტროფამ გამოიწვია ის, რომ XXI საუკუნეში მეცნიერები ალაპარაკდნენ დედამიწის შესაძლო განადგურებაზე. ამ საფრთხეს ადამიანიც უფრო მძაფრად გრძნობს იმასთან შედარებით ვიდრე ეს აქამდე იყო...
ჩემი საიტით ვეცდები ყურადღება გავამახვილო ამ პრობლემაზე და მისი გადაჭრის შესაძლო გზებზე ვისაუბრო.
ეს პროექტი ითვალისწინებს დედამიწის სხვა პლანეტით ჩანაცვლებას. იმ პლანეტის, რომელიც შედარებით ხელსაყრელი იქნება ადამიანის საცხოვრებლად. პლანეტის შერჩევა უნდა მოხდეს იმ ბუნებრივი მახასიათებლების მიხედვით, რომელიც დედამიწას აქვს. მზის სისტემაში კი ყველაზე მეტი მსგავსება დედამიწას პლანეტა მარსთან აქვს.
იმის გასარკვევად, თუ უფრო კონკრეტულად რის გაკეთებას გთავაზობთ, გაეცანით ჩემს საიტს...
Monday, April 11, 2011
ჩემი პროექტი
პროექტი: დედამიწა 2
ავტორი: გიორგი თანდილაშვილი
ჯგუფი: 13-1
მოკლე იმფორმაცია თუ რატომ ვაკეთებ ამ პროექტს და რის გაკეთებას ვაპირებ:
XXI საუკუნეში ძალზე აქტუალური გახდა ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე პროცესები, კერძოდ, დედამიწის ბუნებრივი წიაღისეულის თანდათანობით გამოლევა, გლობალური დათბობა და მისგან გამოწვეული ბუნებრივი კატაკლიზმები და ეკოლოგური პრობლემები. ცხადია ეს ყველაფერი თუ ასე გაგრძელდა ჩვენი პლანეტა განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
ჩემი პროექტით წარმოდგენა მინდა შეგიქმნათ იმის შესახებ თუ რისი გაკეთება შეიძლება დედამიწის გარდაუვალი განადგურდების შემთხვევაში...
პროექტის გეგმა:
ავტორი: გიორგი თანდილაშვილი
ჯგუფი: 13-1
მოკლე იმფორმაცია თუ რატომ ვაკეთებ ამ პროექტს და რის გაკეთებას ვაპირებ:
XXI საუკუნეში ძალზე აქტუალური გახდა ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე პროცესები, კერძოდ, დედამიწის ბუნებრივი წიაღისეულის თანდათანობით გამოლევა, გლობალური დათბობა და მისგან გამოწვეული ბუნებრივი კატაკლიზმები და ეკოლოგური პრობლემები. ცხადია ეს ყველაფერი თუ ასე გაგრძელდა ჩვენი პლანეტა განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
ჩემი პროექტით წარმოდგენა მინდა შეგიქმნათ იმის შესახებ თუ რისი გაკეთება შეიძლება დედამიწის გარდაუვალი განადგურდების შემთხვევაში...
პროექტის გეგმა:
- ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილის ძიება;
- ამ ადგილის შესწავლა, გამოკვლევა;
- საცხოვრებლად ხელსაყრელი პირობების შექმნა;
- ფიზიკური პირების ტრანსპორტირება;
Subscribe to:
Comments (Atom)
